საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 943 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 821-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს