საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 11.01%, ბოლო 14 დღის – 10.78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 გამოჯანმრთელდა, 6 590 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია – 26 363. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმედია – „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა