საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 815 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 603, „პისიარ“ ტესტით – 24 212.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 715 865 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 655 129 გამოჯანმრთელდა, 10 003 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 974 521 აცრა, დღიურად აცრილია 4 151.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 377 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 086 პირი.

banner
წინა სტატიაშიგახარია – როცა გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, მე არცერთს ხმას არ მივცემ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა