საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 742 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 756 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 538, „პისიარ“ ტესტით – 21 218.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 831 248 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 772 301 გამოჯანმრთელდა, 11 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 133 935 აცრა, დღიურად აცრილია 10 194.

კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 574 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 166 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფოთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ორჯერ გაზრდილია