საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 328 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 011 , „პისიარ“ ტესტით – 11 317.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 871 580 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 813 872 გამოჯანმრთელდა, 12 466 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 251 150 აცრა, დღიურად აცრილია 12 194.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 135 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო პროდუქტი შექმნა