საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, „პისიარ“ ტესტით – 20 025.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 804 571 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 741 470 გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 082 020 აცრა, დღიურად აცრილია 7 099.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 490 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 173 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა