საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 440 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 899, „პისიარ“-ტესტით – 23 541.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,59%, ბოლო 14 დღის – 9,01%, ბოლო 7 დღის – 9,03%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 835 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 774 458 გამოჯანმრთელდა, 11 871 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 145 233 აცრა, დღიურად აცრილია 10 179.

კარანტინის რეჟიმშია 56, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 515 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 167 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასურს მონაწილეობა მიიღოს 29 ნოემბრის პროცესში და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს – ადვოკატი