საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2159 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 6 189. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 449 პაციენტი.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიდიდ ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან კვლავ ძალაშია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა