საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 598 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 „პისიარ“ ტესტით – 4 503.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის – 4,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 961 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 319 956 გამოჯანმრთელდა, 4 639 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 113 000 ადამიანი, დღიურად აცრილია – 798.

კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 161 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა 60 წლამდე ქალბატონი დააყაჩაღეს