საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 167 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 542, „პისიარ“ ტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 006 გამოჯანმრთელდა, 3 665 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 224, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 405 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 140 პირი.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა