საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაცია NCDC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2626 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8.67%-ია, 14 დღიანი კი – 7.85%.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 20 845 ადამიანი აიცრა.

ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში პანდემიის პერიოდში დაღუპულთა თითქმის 100 პროცენტი აუცრელი იყო.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა – 601, იმერეთი – 400, ქვემო ქართლი – 197, შიდა ქართლი – 155, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

banner
წინა სტატიაშიხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან