საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 934 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, პისიარტესტით – 10 008.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 203 პირი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა