საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 827 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 915, „პისიარ“- ტესტით – 8 912.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,51%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,37%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 626 გამოჯანმრთელდა, 3 683 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 434 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა