საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 207 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 581, „პისიარ“ ტესტით – 5 626.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 327 618 გამოჯანმრთელდა, 4 773 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 138 914 ადამიანი, დღიურად აცრილია 763.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 829 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 658 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა