საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 795, პისიარტესტით – 5 890.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829 გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 422 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონი “რიონის ხეობის მცველებს” – იმ თურქებზე უარესი ხარ, როცა ასეთ რამეს ამბობ (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა