საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 307, „პისიარ“ ტესტით – 7 430.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,8% ბოლო 14 დღის – 1,6%, ბოლო შვიდი დღის – 1,44%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 344 გამოჯანმრთელდა, 3 567 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარში მეთვალყურეობას 13 87 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 142 პირი.

ამასთან, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის მინისტრები ქმნიან “შუამავლების ჯგუფს”, რათა დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში
შემდეგი სტატიასაქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს