საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 307, ხოლო პისიარტესტით – 9 393.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,24 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 377 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 764 გამოჯანმრთელდა, 3 634 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 245, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 310 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 130 პირი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა