საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიგაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა