საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული.

ვებგვერდის მიხედვით, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ის კვლავ 761-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 299 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში​ კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანმა დაამარცა