საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 557-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის რეგიონში გამოკვლეული 201 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა