საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 81 783 გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 16 802 ადამიანი, ხოლო „კოვიდ“-სასტუმროში – 3 445. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 976 პაციენტი.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა