საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 708 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში – 623, იმერეთში – 392