საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.22%, ბოლო შვიდი დღის – 7.91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 879 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 822 108 გამოჯანმრთელდა, 12 582 კი, გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა