საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 163 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 361.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსი არასოდეს უღალატებს რუსეთს
შემდეგი სტატიახანძარი სავაჭრო ცენტრ ,,ბუმში”