საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 2 539 პირი

საქართველოში კორონავირუსის 3 443ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 763, კოვიდსასტუმროში – 3 435.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 318, აჭარაში – 512, ხოლო იმერეთში – 562