საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 263 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 347 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 387, „პისიარ“ ტესტით – 14 960.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,65%, ბოლო 14 დღის – 6,71%, ბოლო შვიდი დღის – 6,24%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 913 738 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 866 339 გამოჯანმრთელდა, 13 169 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 399 482 აცრა, დღიურად აცრილია 13 743.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 626 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 021 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგოგინავა “ომიკრონზე” – ძირითადად, ის უფრო ვრცელდება ახალგაზრდებში და მიმდინარეობს მსუბუქად