საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი

admin
ავტ.: admin ნოემბერი 24, 2020 11:13

საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 92 215 გამოჯანმრთელდა, 1 051 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 6192 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3739 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 24, 2020 11:13

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics