საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 506 პირი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3311.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, ევროპაში „ლოკდაუნების“ რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანდაცვის სისტემის სერვისები მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა