საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 ადამიანი

admin
ავტ.: admin ნოემბერი 17, 2020 11:09

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 662,​ კოვიდსასტუმროში – 3 351.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 17, 2020 11:09