საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2020 10:20

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1310–ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2020 10:20