საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.​

გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 759 შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 584 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 563.

COVID-19-ის პანდემიას ქვეყანაში 26 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიდაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსთ 27-ე პაციენტი გარდაიცვალა