საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 328, პისიარტესტით – 5 595.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,2 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,63 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 973 გამოჯანმრთელდა, 3 700 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 220, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 176 პირი.

ამასთან, 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგურიის პოლიციამ სოფელ ნატანებში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიამსოფლიო დღეს ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს