საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან ორი გუშინ გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა
შემდეგი სტატია26 მაისის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება