საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 047, „პისიარ“-ტესტით – 1 885.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,03%, ბოლო 14 დღის – 1,63%, ბოლო 7 დღის – 1,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 842 გამოჯანმრთელდა, 16 783 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 869 848 აცრა, დღიურად აცრილია 1 007.

banner
წინა სტატიაშირუსეთი – თუ დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევში გადაწყვეტილების ცენტრებს დავარტყამთ
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის აგრესიას 197 ბავშვი ემსხვერპლა