საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 5 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 318 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, „პისიარ“-ტესტით – 1 961.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 338 გამოჯანმრთელდა, 16 788 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 871 126 აცრა, დღიურად აცრილია 1 113.

წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი კურსი ბიზნესკურსის მომხმარებლებს