საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 926 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 791-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს
შემდეგი სტატიახოშტარია: გიორგი რურუას გამოშვების შემთხვევაში კენჭისყრას სიამოვნებით შევუერთდებით