საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.

banner
წინა სტატიაშიშაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ზ.ხ. გლდანის ციხეში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაქავთარაძის N72-ში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს