საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 780-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბიძინა გეგიძე: „არ ვაირებ პრემიერ-მინისტრის მორიგ არაფრის მომტან და შინაარსისგან დაცლილ საცირკო შოუს დავესწრო და ჩემი ყოფნით პატივი დავდო“