საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიაყაზახეთში საქართველოს ელჩ ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა