საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

news
ავტ.: news ივნისი 2, 2020 10:09

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 634-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2508 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2020 10:09

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics