საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 560 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 37 019 აქტიური შემთხვევაა. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.

ამასთან, 2 438 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა