საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ – 4 119 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 637, „პისიარ“ ტესტით – 12 093.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 425 651 გამოჯანმრთელდა, 6 436 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 806 681 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 784.

კარანტინის რეჟიმშია 76, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 986 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 463 პირი.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – საველე ჰოსპიტალს შლიან, ტრანსპორტი გაჩერებულია, ღმერთო, დაეხმარე ქვეყანას
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა