საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 164 976
გამოჯანმრთელებულია – 137 499
გარდაცვლილია – 1 540
კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 267
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 744
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 963
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 46 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში კორონავირუსისგან სამი ჩვილი განიკურნა
შემდეგი სტატიასაქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა