საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 355 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ხოჯევანიშვილი : 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 289 პირი