საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 828 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, „პისიარ“ ტესტით – 13 209.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 5,63%, ბოლო შვიდი დღის – 5,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 626 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 596 380 გამოჯანმრთელდა, 9 162 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 844 965 აცრა, დღიურად აცრილია 7 815.

კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 150 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 633 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეღვინეობა ართანა“ საქმიანობას აფართოვებს