საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 331 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 036 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 112, „პისიარ“-ტესტით – 15 924.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,37%, ბოლო 14 დღის – 5,57%, ბოლო შვიდი დღის – 5,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 932 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 893 064 გამოჯანმრთელდა, 13 758 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 505 996 აცრა, დღიურად აცრილია 8 615.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 712 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 873 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან