საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 378, „პისიარ“ ტესტით – 13 154.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,2%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 556 810 გამოჯანმრთელდა, 8 446 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია 19 148.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 626 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 276 პირი.

ამასთან, 16 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა