საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 276, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 653 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 200 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 84, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15