საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 170-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 396 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა, აქედან 2 993 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 3 192 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,75%-ია, ბოლო 14 დღის – 1,56%, ბოლო 7 დღის – 1,72%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 277 650-ს შეადგენს. აქედან 270 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 710 გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა