საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 635, „პისიარ“ ტესტით – 1 958.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,6%, ბოლო 14 დღის – 1,04%, ბოლო შვიდი დღის – 0,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 880 821 აცრა, დღიურად აცრილია 1 124.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ფოსტა“ – საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით
შემდეგი სტატიაუკრაინა დღეს აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს